თავში

აშშ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს

​აშშ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს
აშშ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს

აშშ-ის სენატი 2021 წლისთვის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ემზადება. ამის შესახებ განცხადება დაზვერვის კომიეტეტის ხელმძღვანელმა, მარკო რუბიომ გააკეთა.

რუბიოს თქმით, მან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიერ საჯარო ანგარიშის მომზადებას თანხმობა მისცა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ინიციატივა საზოგადოების და არა კომეტეტის წევრების ინფორმირებას გულისხმობს.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დაზვერვის კომიტეტის წევრები უკვე გაეცნენ საიდუმლო ანგარიშს. რუბიოს თქმით ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს სამხედრო-საზღვაო დაზვერვის სამმართველოს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფი სწავლობს. ჯგუფის შემადგენლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების, საზღვაო ფეხოსნებისა და საჰაერო ძალების, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და თავდაცვის უწყების დაზვერვის სამმართველოს ოფიცრები შედიან.

სამუშაოებში ცენტრალურ როლს ფლოტის შემადგენლობა თამაშობს, რადგან ამოუცნობი მფრინავი ობიექტები სწორედ მათი ბირთვული პლატფორმების სიახლოვეს ჩნდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system