თავში

აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის განზრახვას დიალოგის განახლების შესახებ მიესალმება

​აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის განზრახვას დიალოგის განახლების შესახებ
აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის განზრახვას დიალოგის განახლების შესახებ მიესალმება

აშშ მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის განზრახვას, პირდაპირი დიალოგის გზით სამშვიდობო პროცესი გააგრძელონ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, დერეკ ჰოგანმა და ევროპის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, ამანდა სლოუტმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან: სტეფან ვისკონტისთან (საფრანგეთი), ენდრიუ შეფერთან (აშშ). იგორ ხოვაევთან (რუსეთი) შეხვედრაზე განაცხადეს.

მათი თქმით, აშშ თანათავმჯდომარე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაგრძელების ერთგული რჩება, რათა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ყველა გადაუჭრელი საკითხის მოგვარებაში, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში.

შეხვედრის მონაწილეებმა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრის ჩატარებაში გაწეული წარმატებული ხელშეწყობა განიხილეს, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ასევე მონაწილეებმა 27 სექტემბრის წლისთავი ახსენეს და ორივე მხარეს დაღუპულებთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადეს.

მათი აზრით, მხოლოდ ყოვლისმომცველ რეზოლუციას, რომელშიც ყველა გადაუჭრელი საკითხია განხილული, შეუძლია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება და ეს რეგიონის ხალხებს ერთად მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას მისცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system