თავში

აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს

​აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს
აშშ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, რომელთა შორის სასამართლოს მაღალჩინოსნები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები არიან, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო შეშფოთებულია.

”16 თებერვალს უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ვესნას“, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციისა და დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირის წინააღმდეგ განხორციელებული რეიდები, ასევე 18 თებერვალს ჟურნალისტების კატერინა ანდრეევასა და დარია ჩულტსოვას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი განსაკუთრებით შემაშფოთებელია”, - აღნიშნა ბლინკენმა.

სასანქციო სიაში, რომლის 43 პირს აშშ-ში შესვლა ეკრძალება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები არიან, რომლებიც აკავებდნენ და ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე მოსამართლეები და პროკურორები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ემუქრებოდნენ.

მანამდე აშშ-მა სანქციები დაუწესა ბელარუსის 66 მაღალჩინოსანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system