თავში

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია სამხედრო ალიანსს ქმნიან

​აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია სამხედრო ალიანსს ქმნიან
აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია სამხედრო ალიანსს ქმნიან

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ინიციატივის სახელწოდებაა Aukus.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ისინი "ბუნებრივი მოკავშირეები" იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ "გეოგრაფიულად, შესაძლოა, გაყოფილები იყვნენ".

"ალიანსი უსაფრთხოების სფეროში ახალ პარტნიორობას შექმნის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ჯონსონმა.

საზღვაო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გარდა, პარტნიორობა მოიცავს რეგიონული პოლიტიკისა და ქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინაციას, ასევე სამი მოკავშირის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის მრეწველობის უფრო მეტ ინტეგრაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system