თავში

აშშ, ჩინელი სტუდენტი ჯაშუშების წინააღმდეგ

აშშ, ჩინელი სტუდენტი ჯაშუშების წინააღმდეგ
აშშ, ჩინელი სტუდენტი ჯაშუშების წინააღმდეგ

Fox news-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ში ჯაშუშობის საფრთხეს დიდ ყურადღებას აქცევს და ჩინეთის მხრიდან სტუდენტების გამოყენება იმისთვის, რომ სახელმწიფო საიდუმლოებები მოიპოვონ, რეალურ პრობლემას წარმოადგენს და ამის მოგვარებას მთავრობა შეეცდება. მისი თქმით, შეერთებული შტატები ჩინელ სტუდენტებს ვერ მისცემს უფლებას, რომ აშშ-ში სწავლისას ჯაშუშობით დაკავდნენ.

პომპეოს განცხადებით, ჩინელი სტუდენტების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რასიზმი არაფერ შუაშია. აშშ-მა ჩინეთში არსებული "ტირანიული რეჟიმის" დასამარცხებლად უნდა იბრძოლოს.   

„როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, სერიოზულად ვუდგენი ჩვენ ქვეყანაში ჯაშუშობის საფრთხეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს გამოწვევა არსებობს. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია აშშ-ში უზარმაზარი გავლენის მოსაპოვებლად მუშაობს. ეს არ არის რასისტული მიდგომა. ჩინელი ხალხი დიდებული ხალხია. ეს არის ბრძოლა კომუნისტური ტირანული რეჟიმის წინააღდმეგ, რომელიც აშშ-ის რეალურ საფრთხეს უქმნის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ სტუდენტებს, რომლებიც აქ სასწავლებლად ჩამოდიან, ჰქონდეთ სარგებელი აშშ-ში სწავლით და არ მოქმედებდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system