თავში

აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს​
აშშ ჩინეთს კორონავირუსის პრევენციისთვის 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის შეერთებული შტატების მთავრობა ჩინეთს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა. 

ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ეს თანხა გამოყოფილია, როგორც არსებული ფონდებიდან, ისე ძლიერი, კერძო ამერიკული სექტორის ქველმოქმედების შედეგად. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე კვირას, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინეთში შემოწირულობის სახით 17,8 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა. მათ შორის სამედიცინო ნიღბები, ტანსაცმელი, რესპირატორები და დოლბანდები. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა სხვადასხვა ინფექციების პრევენციისა და აღმოფხვრისთვის. 

"შეერთებული შტატები ყოველთვის იყო, არის და იქნება მსოფლიოს ყველაზე გულუხვი დონორი" - აღნიშნული სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით, 2019-nCoV-ით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში უკვე 30600-ზე მეტია. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 633-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში კარანტინში 186000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system