თავში

აშშ COVID 19-ის ანტისხეულებზე ტესტირებას იწყებს

აშშ COVID 19-ის ანტისხეულებზე ტესტირებას იწყებს
აშშ COVID 19-ის ანტისხეულებზე ტესტირებას იწყებს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის ტესტირება დაიწყო, რათა დაადგინოს რეალურად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირებით, მათ შორის იმ პირთა რაოდენობაც, რომელთაც ინფექციის სიმპტომები არ გამოუმჟღავნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. მანამდე, თეთრი სახლის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის კოორდინატორმა, დებორა ბურკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კორონავირუსის იმუნიტეტის ტესტირებაზე მუშაობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტესტი საშუალებას მოგვცემს გაიგოთ, იყო თუ არა ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული. ამასთან, გამოყოს ის პირები, რომელიც დაავადებისგან უკვე განიკურნენ და COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი გააჩნიათ. 

გაზეთის ცნობით, ტესტირება ჩატარდება ადამიანების სამ ჯგუფზე. პირველი ფაზის განმავლობაში ჩატარდება ეპიდემიის ეპიცენტრში მცხოვრებ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომელთაც COVID-19 არ გამოუვლინდათ. გარდა ამისა, შემოწმდება გარკვეული მოსახლეობის ჯგუფები, მათ შორის სამედიცინო პერსონალიც.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ინფიცირებულთაგან რამდენს აღენიშნება სიმპტომები, შესაძლოა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system