თავში

აშშ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

​აშშ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელებისკენ
აშშ COVID-19-ის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ხავიერ ბასერა ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”COVID-19- ის წარმოშობის კვლევის მეორე ფაზა უნდა იყოს გამჭვირვალე, მეცნიერულად დასაბუთებული, მან საერთაშორისო ექსპერტებს დამოუკიდებლობის გარანტია უნდა მისცეს, რათა ვირუსის წყარო და აფეთქების პირველი დღეები სრულად შეფასდეს”, - განაცხადა მან.

ბასერას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულონ.

"უნდა გავაუმჯობესოთ გამჭვირვალობა, დაუყოვნებლივ გავუზიაროთ ერთმანეთს კრიტიკული ინფორმაცია პანდემიებისა და ეპიდემიების შესახებ, რათა განვამტკიცოთ ჯანდაცვის სისტემა, რათა მან შოკს გაუძლოს“, – განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ COVID-19 ბუნებრივად განვითარდა. მან ვირუსის წარმომავლობის დასადგენად გამოძიების ჩატარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system