თავში

აშშ COVID ვაქცინის მესამე დოზას 20 სექტემბრამდე დაამტკიცებს

აშშ COVID ვაქცინის მესამე დოზას 20 სექტემბრამდე დაამტკიცებს
აშშ COVID ვაქცინის მესამე დოზას 20 სექტემბრამდე დაამტკიცებს

აშშ-ში, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer–ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, 20 სექტემბრამდე დაამტკიცოს. ამის შესახებ გამოცემა Voice Of America წერს.

შეერთებული შტატების ინფექციური დაავადების მთავარმა სპეციალისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ Pfizer-თან ერთად, მესამე დოზის დამტკიცებას Moderna-ს ვაქცინაც ელოდება. 

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება.

"ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, თუ მესამე დოზების გამოყენება FDA-ს (სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) შესაბამის ნებართვას და ამის შემდეგ  იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციას არ მიიღებს", - განმარტა მან CBS-ის ეთერში. 

ფაუჩიმ ასევე განმარტა, რომ ვაქცინის ბუსტერული ზომები საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ორგანოების გადანერგვა, ქიმიოთერაპია ან იღებენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system