თავში

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ
აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ერთად იბრძოლებენ. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის საკითხებში ჯონ კერიმ და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ჩჟენჰუამ განაცხადეს.

ჯონ კერი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომელიც ჩინეთს ეწვია. მან იმედი გამოთქვა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ორი ქვეყანა კლიმატის დასაცავად ბრძოლაში გაერთიანდება. 

აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ორივე ქვეყანა გლობალურ დათბობაზე რეაგირებას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს პარიზის კლიმატის დაცვის შესახებ შეთანხმების შესრულებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system