თავში

აშშ და ერაყი ქვეყანაში ამერიკული მისიის დასრულების შესახებ გამოაცხადებენ

​აშშ და ერაყი ქვეყანაში ამერიკული მისიის დასრულების შესახებ გამოაცხადე
აშშ და ერაყი ქვეყანაში ამერიკული მისიის დასრულების შესახებ გამოაცხადებენ

აშშ და ერაყი შეთანხმდნენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ამ ქვეყანაში ამერიკული მისია დასრულდება და ადგილზე მხოლოდ სამხედრო მრჩეველები და ინსტრუქტორები დარჩებიან. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქადიმის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოაცხადებენ.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა "საბრძოლო გამოცდა" გაიარეს და დაამტკიცეს, რომ "საკუთარი ქვეყნის დაცვა შეუძლიათ". ამის გამო ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნა აღარ არის აუცილებელი. თუმცა, ვინაიდან "ისლამური სახელმწიფო" კვლავ საფრთხე წარმოადგენს, ქვეყანაში სამხედრო მრჩეველები და ინსტრუქტორები მაინც დარჩებიან.

”ერაყის მიწაზე არანაირი უცხო ქვეყნის საბრძოლო ძალების საჭიროება არ არის”, - განუცხადა ალ-ქადიმიმ Associated Press-ს და დასძინა, რომ ამერიკული კონტინგენტის გაყვანის გრაფიკი დამოკიდებულია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებასა და ერაყული ძალების საბრძოლო მზადყოფნაზე. სწორედ ეს გრაფიკი იქნება ბაიდენთან მოლაპარაკებებისას განხილული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხედროები ერაყში 2014 წლიდან იმყოფებიან, ამჟამად მათი რაოდენობა 2.5 ათასამდეა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system