
აშშ და რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებით უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრა სასარგებლო აღმოჩნდა. მხარეები საელჩოების ზომისა და ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობენ.
ცნობისთვის, 15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს
მისი მხრიდან განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხად სანქციები დაუწესეს. შედეგად, ვაშინგტონმა და მოსკოვმა დიპლომატები გააძევეს.