თავში

აშშ და თალიბანი შეთანხმებას დღეს გააფორმებენ

აშშ და თალიბანი შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
აშშ და თალიბანი შეთანხმებას დღეს გააფორმებენ

„ძალადობის შემცირების“ ერთკვირიანი ეტაპის შემდეგ აშშ და თალიბანი მზად არიან ხელი მოაწერონ ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ჯარი ავღანეთს ეტაპობრივად დატოვებს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გაგზავნა, რათა „თვალი ადევნოს თალიბების წარმომადგენლებთან შეთანხმების გაფორმებას“.

თალიბები და ავღანეთის მთავრობა თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ, ეს იქნება ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული ვალდებულებები გულისხმობს ქვეყნის გათავისუფლებას ალ-ქაიდას, ისლამური სახელმწიფოსა და ნებისმიერი სხვა ტერორისტული დაჯგუფებისაგან, რომელსაც ჩვენთვის ზიანი მოაქვს“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეთანხმების გაფორმება ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. სწორედ აქ მიმდინარეობდა აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები გასული ერთი წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system