თავში

აშშ-დან 21 საუდელი სამხედრო კადეტი გააძევეს

აშშ-დან 21 საუდელი სამხედრო კადეტი გააძევეს
აშშ-დან 21 საუდელი სამხედრო კადეტი გააძევეს

ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აშშ-მ ქვეყნიდან 21 საუდის არაბელი კადეტი გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გაძევებულ სამხედრო კადეტებს 21 წლის ლეიტენანტის დახმარებაში ბრალი არ ედებათ, თუმცა აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის ინფორმაციით, მათ ჯიჰადისტური მასალა და ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები აღმოაჩნდათ.

გენერალური პროკურორის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კადეტების გაყვანის გადაწყვეტილება თავად მიიღო და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებს.

2019 წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სროლის ფაქტი „ტერორიზმის აქტად“ შეაფასა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system