თავში

აშშ ემირატებს 32 მილიონის შეიარაღებას მიაწვდის

აშშ ემირატებს 32 მილიონის შეიარაღებას მიაწვდის
აშშ ემირატებს 32 მილიონის შეიარაღებას მიაწვდის

აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს. საამიროების ვალდებულებების შესახებ იარაღის მიწოდებამდე და მის შემდეგ, ვაშინგტონსა და აბუ-დაბის შორის კონსულტაციები და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

გამოცემის ინფორმაციით, იარაღის მიწოდება სავარაუდო 2025 წლის შემდეგ იგეგმება. "არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან აქტიურ დიალოგს ველოდებით, რომ შეიარაღების ნებისმიერი გადაცემა უსაფრთხოების სფეროში უფრო მყარი, ოპერაციულად თავსებადი და ეფექტური თანამშრომლობის ფორმირებისთვის საერთო სტრატეგიულ მიზნებს პასუხობდეს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონის მიზანია, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებისა და შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ კანონების დაცვის შესაბამისად იქნას გამოყენებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system