თავში

აშშ ერევანსა და ბაქოს საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

​აშშ ერევანსა და ბაქოს საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებისკენ
აშშ ერევანსა და ბაქოს საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ცალკე სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვა შეშფოთება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო და საზღვრის დემარკაციის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სალივანმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს შექმნილი დაძაბულობის გამო და ხაზი გაუსვა, რომ სამხედროების გადაადგილება არადემარკირებულ საზღვრებთან არის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული.

მან ხაზი გაუსვა "ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საზღვრის დემარკაციის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების" აუცილებლობას და ორმხრივი ურთიერთობების გზით რეგიონალური შერიგების მიღწევისადმი აშშ-ის ერთგულებას, მათ შორის როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მხრიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system