თავში

აშშ ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში გამგზავრებას არ ურჩევს

​აშშ ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში გამგზავრებას არ ურჩევს
აშშ ესპანეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში გამგზავრებას არ ურჩევს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) და სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში, ყირგიზეთსა და კვიპროსში არ გაემგზავრონ, რადგან ამ ქვეყნებში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტო იხსენებს, რომ ესპანეთმა ივნისში აშშ-ის ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა მას შემდეგ ამერიკელებისათვის პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა.

ასევე, ამერიკელებს კუბაში გამგზავრებას არ ურჩევენ, სომხეთს კი გაფრთხილების მესამე დონე აქვს, რაც ნიშნავს, რომ არავაქცინირებული მოგზაურები აუცილებლობის გარეშე ამ ქვეყანაში ჩასვლას უნდა ერიდონ. მესამე დონე მიენიჭა ისრაელსაც, რომელსაც ივნისში 1, ყველაზე დაბალი სტატუსი ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system