თავში

აშშ ევროპის ქვეყნებისთვის 1 მილიარდს გამოყოფს

აშშ ევროპის ქვეყნებისთვის 1 მილიარდს გამოყოფს
აშშ ევროპის ქვეყნებისთვის 1 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, 1 აშშ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენი ევროპელი მეგობრების სუვერენიტეტის, კეთილდღეობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოვყოთ“, - განაცხადა პომპეომ მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე.

სამი ზღვის ინიციატივა არის პოლონეთისა და ხორვატიის ერთობლივი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო, ინფრასტრუქტურული კავშირების, ენერგეტიკისა და პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას ადრიატიკის ზღვის, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის მიმდებარე 12 ქვეყანას შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system