თავში

აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება

აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება
აშშ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანს უფლებათა საბჭოში ბრუნდება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დროში გააკეთებს. აშშ გაერო-ში დამკვირვებლის პოზიციაზე დაბრუნდება და შეეცდება, მუდმივი წვერის სტატუსი მოიპოვოს.

ამერიკული მხარის განცხადებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო რეფორმირებას საჭიროებს და ამის საუკეთესო გზა ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე მასთან თანამშრომლობაა. აშშ-ის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო "მნიშვნელოვანი ფორუმია მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდე იბრძვის."

ვაშინგტონმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გამოსვლის შესახებ 2018 წელს განაცხადა. ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის განცხადებით, შტატებისა და ისრაელის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებით იყო განუპირობებელი, მას შემდეგ რაც გაერო-მ ისრაელის წინააღმდეგ, რიგი ქმედებების გამო, კრიტიკული რეზოლუციები მიიღო.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system