თავში

აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს "საუკუნის გარიგების" შესახებ 6 თებერვალს გააცნობს

​აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს "საუკუნის გარიგების" შესახებ 6 თ
აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საუკუნის გარიგების შესახებ 6 თებერვალს გააცნობს

ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს პალესტინა-ისრაელის საკითხის დარეგულირების შესახებ გეგმას, რომელსაც მეორენაირად "საუკუნის გარიგება" ეწოდება, 6 თებერვალს გააცნობს. ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციაში ბელგიის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, მარკ პეკსტენმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით აშშ დახურულ კონსულტაციებს მოითხოვს. შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერიც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარადგინა, მას „საუკუნის შეთანხმება“ და კონფლიქტის მოგვარების რეალისტური გეგმა უწოდა. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ტრამპის შეთავაზება. აბასმა მას „საუკუნის სილის გაწვნა“ და „შეთქმულება“ უწოდა, რომელსაც პალესტინა მხარს არ დაუჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system