თავში

აშშ ღია ცის ხელშეკრულებიდან დღეს ოფიციალურად გავიდა

აშშ ღია ცის ხელშეკრულებიდან დღეს ოფიციალურად გავიდა
აშშ ღია ცის ხელშეკრულებიდან დღეს ოფიციალურად გავიდა

აშშ-მა დღეს ღია ცის შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, ხელშეკრულების მხარე ქვეყნების ტერიტორაზე გადაფრენა აშშ-ს აღარ შეეძლება. ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად რუსეთის მიერ დოკუმენტის შეუსრულებლობას ასახელებს.

რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გარდა, ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთ ოფიციალურ მიზეზად აშშ-მა ასევე დაასახელა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია ცის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო და აშშ-ის ნაბიჯს სამწუხარო და დესტრუქციული უწოდა.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას 1992 წელს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში 34 სახელმწიფო მონაწილეობს, ხოლო აშშ-ის გასვლის შემდეგ 33 ხელშემკვრელი ქვეყანა დარჩება. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიის თავზე იფრინონ სამხედრო საქმიანობის კონტროლისთვის. ხელშეკრულების დატოვება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნახევარი წლით ადრე შეტყობინების შემდეგ. აშშ-იმ ხელშეკრულბიდან გასვლის შესახებ 2020 წლის 21 მაისს განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system