თავში

აშშ "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებაში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს

​აშშ "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებაში დაბრუნების შესაძლებლობას
აშშ  ღია ცის შესახებ ხელშეკრულებაში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებაში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ისევ არ ასრულებს.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მივიღებთ. როგორც ვიცით, რუსეთი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ისევ არ ასრულებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 2020 წლის 22 ნოემბერს "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, ხელშეკრულების მხარე ქვეყნების ტერიტორაზე გადაფრენა აშშ-ს აღარ შეეძლება. ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად რუსეთის მიერ დოკუმენტის შეუსრულებლობას ასახელებს.

15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system