თავში

აშშ-ი რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

​აშშ-ი რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვს
აშშ-ი რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მორგან ორტაგუსმა დაწერა.

“აშშ, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ აგრესიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის @ZelenskyyUA’s ძალისხმევას მშვიდობის საქმეში და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე", - წერს ორტაგუსი.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია დაგმო ევროკავშირის 5 წევრმა ქვეყანამაც. მათ ოფიციალური კიევის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რუსლან ხომჩაკმა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევა მოიგერიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system