აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, მოსალოდნელი საფრთხის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს.
აკრძალულია კაპიტოლიუმის შენობიდან გასვლა ან შენობაში შესვლა.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია და საფრთხე აღარ არსებობს.
ცნობისთვის, კაპიტოლიუმში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
Public safety and law enforcement responded to a small fire in the area of 1st and F streets SE, Washington, D.C. that has been extinguished. Out of an abundance of caution the U.S. Capitol complex was temporarily shutdown. There is no threat to the public. pic.twitter.com/kQfAI4NxNK
— U.S. Secret Service (@SecretService) January 18, 2021