თავში

აშშ ირანელი მეცნიერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

აშშ ირანელი მეცნიერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს
აშშ ირანელი მეცნიერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების აზრით, ირანელი ფიზიკოსის მოსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ New York Times წერს.

”გაუგებარია, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა შეერთებულ შტატებს ოპერაციის შესახებ წინასწარ, მაგრამ ორი ქვეყანა უახლოესი მოკავშირეები არიან”, - წერს გამოცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2018 წელს განაცხადა, რომ ირანის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელსაც მოსენ ფახრიზადე ხელმძღვანელობდა, ბირთვული იარაღის პროექტზე მუშაობას განაგრძობდა. გამოცემის ცნობით, ფახრიზადე "დიდი ხნის განმავლობაში იყო ისრაელის სამიზნე".

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე 27 ნოემბერს თეირანის მახლობლად მოკლეს. იგი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system