თავში

აშშ ირანი-ქუვეითის საზღვარზე აფეთქებას იძიებს

​აშშ ირანი-ქუვეითის საზღვარზე აფეთქებას იძიებს
აშშ ირანი-ქუვეითის საზღვარზე აფეთქებას იძიებს

აშშ-ის სამხედროები ირანი-ქუვეითის საზღვარზე აფეთქების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ. განცხადება შიიტურმა დაჯგუფება "აშაბ ალ-კაჰფმა" გააკეთა. ექსტრემისტული დაჯგუფების მტკიცებით, მათმა მებრძოლებმა ერაყის ქალაქ ბასრას სამხრეთით სასაზღვრო მონაკვეთი დაბომბეს, რის შედეგადაც "ამერიკელი მტრების საკუთრებაში არსებული მოწყობილობები და სატრანსპორტო საშუალებები" გაანადგურეს. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ამის დასტურად 11 წამიანი ვიდეო გაავრცელა, რომელიც მათი თქმით, დაბომბვის მომენტშია გადაღებული.

"აშაბ ალ-კაჰფის" განცხადებას ქუვეითის შეიარაღებული ძალებიც გამოეხმაურა. მათი მტკიცებით ირან-ქუვეითის საზღვარზე მსგავსი აფეთქება არ მომხდარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system