თავში

აშშ: ირანი ვენესუელას დაუდგენელი ტვირთით ამარაგებს

​აშშ: ირანი ვენესუელას დაუდგენელი ტვირთით ამარაგებს
აშშ: ირანი ვენესუელას დაუდგენელი ტვირთით ამარაგებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ირანი ვენესუელის ხელისუფლებისთვის გაურკვეველი ტიპის დახმარების აღმოჩენაში დაადანაშაულა. პომპეოს თქმით, ამ დღეებში ირანულმა ავიაკომპანია Mahan Air-მა ვენესუელაში არაერთი რეისი შეასრულა და ნიკოლას მადუროს რეჟიმს დაუდგენელი დახმარება ჩაუტანა. აშშ-მა ირანისგან Mahan Air-ის რეისების შეწყვეტა მოითხოვა.

ირანული Mahan Air ამერიკული სანქციების სიაში ორჯერ მოხვდა: ერთხელ ტერორიზმის მხარდაჭერის და მეორედ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების ბრალდებით.

ვენესუელაში 2019 წელის დასაწყისში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა. მადუროს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system