თავში

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება "დემოკრატმა" ჯო ბაიდენმა მოიპოვა. 

ამ დრომდე, ბაიდენსა და "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა - სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება, ჯო ბაიდენმა კი 284 ხმა დააგროვა და ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. 

"რესპუბლიკელი" დონალ ტრამპისათვის ხმის მიმცემ დელეგატთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, თუმცა არსებული სხვაობის დაფარვა უკვე შეუძლებელია.

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სამხრეთ აზიელი ქალი - კამალა ჰარისი დაიკავებს.

შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი ჯო ბაიდენის მეუღლე, ჯილ ბაიდენია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system