თავში

აშშ-ის ახალი ელჩი თურქეთში ჯეფ ფლეიკი იქნება

​აშშ-ის ახალი ელჩი თურქეთში ჯეფ ფლეიკი იქნება
აშშ-ის ახალი ელჩი თურქეთში ჯეფ ფლეიკი იქნება

აშშ-ის სენატმა თურქეთში ელჩად ჯეფ ფლეიკი დაამტკიცა. ინფორმაციას DAILY SABAH ავრცელებს.

უახლოეს მომავალში ფლეიკი თურქეთში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს დევიდ სატერფილდს შეცვლის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფლეიკი ელჩად 2021 წლის ივლისში დანიშნა. მას შემდეგ, რაც 20 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ფლეიკის კანდიდატურა დაამტკიცა, დოკუმენტი საბოლოო კენჭისყრაზე სენატის გენერალურ ასამბლეაზე გაიგზავნა.

რესპუბლიკელი ფლეიკი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიულ კანდიდატს, ბაიდენს უჭერდა მხარს, 2013 წლიდან 2019 წლამდე არიზონას სენატორი და 2001 წლიდან 2013 წლამდე წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system