თავში

აშშ-ის არჩევნებში 59 მილიონმა ამერიკელმა წინასწარ უკვე მისცა ხმა

​აშშ-ის არჩევნებში 59 მილიონმა ამერიკელმა წინასწარ უკვე მისცა ხმა
აშშ-ის არჩევნებში 59 მილიონმა ამერიკელმა წინასწარ უკვე მისცა ხმა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 59 035 218 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. პირველ ადგილზეა ტეხასი, სადაც ხმა უკვე 7 193 582 ადამიანმა მისცა, მას მოჰყვება კალიფორნია (6 500 191), ფლორიდა (5 722 406) და ჩრდილოეთ კაროლინა (3 100 374). მილიონს გადააჭარბა წინასწარ ამომრჩეველთა აქტივობამ ჯორჯიას, მიჩიგანის, ვისკონსინის, ვირჯინიის, ილიონისის, ოჰაიოს, პენსილვანიის, ტენესის, ნიუ-ჯერსის, არიზონას, კოლორადოს, ვაშინგტონის, მინესოტასა და მასაჩუსეტსის შტატებში.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system