თავში

აშშ-ის არჩევნებში 70 მილიონამდე ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა

​აშშ-ის არჩევნებში 70 მილიონამდე ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა
აშშ-ის არჩევნებში 70 მილიონამდე ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 68 594 113 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. მონაცემები United States Elections Project-ის პორტალზეა გამოქვეყნებული.

პირველ ადგილზეა ტეხასი, სადაც ხმა უკვე 7 802 505 ადამიანმა მისცა, მას მოჰყვება კალიფორნია (7 402 302), ფლორიდა (6 427 773) და ჩრდილოეთ კაროლინა (3 411 850). მილიონს გადააჭარბა წინასწარ ამომრჩეველთა აქტივობამ 16 შტატში. მათ შორის არის ჯორჯიას, ვირჯინიის, ოჰაიოს, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსის, ილიონისისას და ნიუ-იორკის შტატებში.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system