თავში

აშშ-ის არჩევნებში 80 მილიონზე მეტმა ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა

​აშშ-ის არჩევნებში 80 მილიონზე მეტმა ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისც
აშშ-ის არჩევნებში 80 მილიონზე მეტმა ამერიკელმა წინასწარ ხმა უკვე მისცა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 061 661 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა და წინასწარ გააკეთა არჩევანი. მონაცემები United States Elections Project-ის პორტალზეა გამოქვეყნებული.

პირველ ადგილზეა კალიფორნია, სადაც ხმა უკვე 8,47 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა, მას მოჰყვება ტეხასი (8,44 მილიონი). მილიონს გადააჭარბა წინასწარ ამომრჩეველთა აქტივობამ 16 შტატში. მათ შორის არის ჯორჯიას, ვირჯინიის, ოჰაიოს, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსის, ილიონისისას და ნიუ-იორკის შტატებში.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, კონგრესის სენატის მესამედსა და 13 შტატის გუბერნატორებს აირჩევენ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system