თავში

აშშ-ის ავიაკომპანიებისა და ავსტრალიის ბანკების მუშაობაში შეფერხებებია

​აშშ-ის ავიაკომპანიებისა და ავსტრალიის ბანკების მუშაობაში შეფერხებებია
აშშ-ის ავიაკომპანიებისა და ავსტრალიის ბანკების მუშაობაში შეფერხებებია

აშშ-ის ავიაკომპანიებისა და ავსტრალიის ბანკების ვებ-გვერდების ნაწილი გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

დაზარალდნენ აშშ-ის გადამზიდავები American Airlines, Southwest Airlines, United Airlines და Delta Air Lines, ასევე Virgin Australia.

საჰაერო გადამზიდავმა Virgin Australia-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრობლემები მი ვებ-გვერდსა და სტუმრების საკონტაქტო ცენტრს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზები კომპანია Southwest Airlines-სთან დაკავშირებული ინციდენტიდან მეორე დღეს მოხდა. კომპიუტერული პრობლემების გამო ავიაკომპანიამ თითქმის 300 ფრენა გააუქმა და 562 გადადო.

პრობლემები შეექმნა ავსტრალიის ბანკების ANZ, Westpac, St George და Commonwealth Bank ვებ-გვერდებს.

”ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს ზოგიერთ კლიენტს ამჟამად აქვს პრობლემები ჩვენს მომსახურებებზე წვდომასთან დაკავშირებით,” - განუცხადეს AFP-ს Commonwealth Bank-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system