თავში

აშშ-ის და საფრანგეთის საგარეო მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

​აშშ-ის და საფრანგეთის საგარეო მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს
აშშ-ის და საფრანგეთის საგარეო მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

ლონდონში გამართული დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა - ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ჟან-ივ ლე დრიანმა, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ  უკრაინის მიმართ, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს ყურადღებით დააკვირდებიან. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე იმსჯელეს ჩადის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ იდრის დების დაღუპვის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე და დღის წესრიგში დააყენეს ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და დემოკრატიული გარდაქმნის საკითხი.

ბლინკენმა და ლე დრიანმა, კამერუნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასაც დაუჭირეს მხარი და შეშფოთება გამოხატეს ლიბანის რესპუბლიკაში არასტაბილური სიტუაციის გამო.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის ფედერაციას, საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system