თავში

აშშ-ის დასავლეთ ნაწილს რეკორდული გვალვა ელის

​აშშ-ის დასავლეთ ნაწილს რეკორდული გვალვა ელის
აშშ-ის დასავლეთ ნაწილს რეკორდული გვალვა ელის
© AFP

აშშ-ის დასავლეთ ნაწილს რეკორდული გვალვა და უნალექობა ელის, რამაც, შესაძლოა, ამ ნაწილის პარალიზება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს. 

ჰაერი მონტანასა და ვაიომინგში 40 გრადუს ცელსიუსამდე გათბება. რეკორდულს სიცხეებს ელოდენიან კალოფორნიაში.

გვალვა პირველ რიგში სოფლის მეურნეობას დაატყამს.

"თუ ჩვენ საკმარისი წყალი არ გვექნება, მაშინ ჩვენი ძროხებისთვის საკმარისი საკვები არ გვექნება", - განაცხადა ადგილობრივი რძის ფერმის მფლობელმა, ჯონ ტეილორმა.

მელიორაციის ბიუროს რეგიონალური დირექტორი, ერნესტ კონანტი კი ამბობს, რომ ეს 1977 წლიდან ყველაზე უარესი გვალვა იქნება.

მაშველებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ გვალვის შედეგად მასშტაბური ტყის ხანძრრები დაიწყება. იუტაში ისინი უკვე მძვინვარებს და მოსახლეობა წვიმას ნატრულობს.

"ჩვენ ის ძალიან გვჭირდება. ღვთის ჩარევა გვინდა", - განაცხადა იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოკსმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხე აშშ-ის ამ ტერიტორიაზე, სულ მცირე, შაბათამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system