თავში

აშშ-ის ელჩი გერმანიაში დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

​აშშ-ის ელჩი გერმანიაში დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემს
აშშ-ის ელჩი გერმანიაში დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიაში ქვეყნის ელჩი რიჩარდ გრენელი ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ამის შესახებ ის „ტვიტერში წერს.

"რიკი ძალიან კარგად წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას და მასთან ერთობლივ მუშაობას მოუთმენლად ველი", - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, ჯოზეფ მაგუაიერს მადლობა გადაუხადა პოსტზე შესრულებული სამუშაოსთვის და არ გამორიცხა, რომ მასთან ერთად ადმინისტრაციაში თანამშრომლობა გააგრძელოს.

გრენელი კაბინეტში, ქვეყნის ისტორიაში, პირველი ღია გეი იქნება. რადგან ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, მას სენატის დამტკიცება არ სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system