
ჩინეთი აშშ-ისთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, - ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.
”რუსეთს, ისევე როგორც ჩინეთს, არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, როგორც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას. ჩინეთს აქვს სიდიდით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, რუსეთი კი ათეულშიც კი არ არის. იტალიას, ბრაზილიასა და ტეხასის შტატს უფრო დიდი ეკონომიკა აქვთ, ვიდრე რუსეთს. რაც არ უნდა საშიში იყოს რუსეთი, მას მაინც არ შეუძლია ჩვენთან კონკურენცია, როგორც ამას ჩინეთი აკეთებს”, - განაცხადა მან Fox News-ის ეთერში.
მისი აზრით, პეკინი საფრთხეს უქმნის ამერიკის დომინირებას ეკონომიკაში, სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. რეტკლიფმა აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი მიზნების მისაღწევად "ძალიან სპეციფიკური" გეგმით მოქმედებს. გარდა ამისა, ჩინეთმა ისიც, რომ ინფორმაცია ”მსოფლიოში დომინანტი პოზიციის გარანტი" არის”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, დეკემბრის დასაწყისში NATO-ს ანალიტიკოსებმა შემდეგი 10 წლის განმავლობაში ალიანსის ძირითადი საფრთხეების შესახებ მოხსენება წარადგინეს. მოხსენების ავტორების აზრით, ”რუსეთი, სავარაუდოდ, ალიანსის მთავარ სამხედრო საფრთხედ კვლავ რჩება”. ჩინეთი ნომერ მეორე საფრთხედ არის დასახელებული.