თავში

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორად ჯონ რეტკლიფი დაინიშნა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორად ჯონ რეტკლიფი დაინიშნა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორად ჯონ რეტკლიფი დაინიშნა

აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორად ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 49 "რესპუბლიკელმა" სენატორმა, ხოლო 44 "დემოკრატი" წინააღმდეგი იყო.

რეტკლიფი შეცვლის რიჩარდ გრენელს, რომელიც, როგორც მედია იუწყება, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს შეუერთდება.

ჯონ რეტკლიფი კონსერვატორულ რესპუბლიკურ ფრთას ეკუთვნის. ტრამპმა მისი კანდიდატურის წარდგენა 2019 წლის ივლისში, მაგრამ სენატორებმა მისი თანამდებაზე დანიშვნის წინადადება გააკრიტიკეს.

29 თებერვალს დონალდ ტრამპმა რეტკლიფის კანდიდატურა ხელახლა წარადგინა.

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი კოორდინაციას უწევს 17 ამერიკული სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, ხაზინის, ენერგეტიკის დეპარტამენტის, კონტრდაზვერვისა და სხვა დეპარტამენტების საქმიანობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system