თავში

აშშ-ის განათლების მინისტრის კანდიდატურა ცნობილია

აშშ-ის განათლების მინისტრის კანდიდატურა ცნობილია
აშშ-ის განათლების მინისტრის კანდიდატურა ცნობილია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განათლების მინისტრის პოსტზე მიგელ ქარდონის კანდიდატურა წარადგინა. ის განათლების საკითხებს კურირებდა კონექტიკუტის შტატში. ქარდონას კანდიდატურა სენატში ჯერ არ დაუმტკიცებიათ.

ჯო ბაიდენი მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში სკოლების უმეტესობის გახსნას გეგმავს. ამ პოზიიციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა მასწავლებელთა პროფკავშირებში, მაგრამ განათლების მომავალი მინისტრი მიგელ ქარდონა სკოლების გახსნის ინიციატივას უჭერს მხარს. მისი განცხადებით, სასწავლო პროცესი მნიშვნელოვნად დაზარალდა და მოსწავლეები სერიოზულად ჩამორჩნენ დისტანციური სწავლების შედეგად.

მიგელ ქარდონამ კარიერა დაწყებითი კლასების მასწავლებლობით დაიწყო და 28 წლის ასაკში კონექტიკუტის შტატში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი გახდა. ის ასევე პირველი ლათინოამერიკელია, რომელმაც 2019 წელს შტატის უმაღლესი საგანმანათლებლო თანამდებობა დაიკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system