თავში

აშშ-ის გვარდიელები იძულებულნი გახდნენ, პარკინგზე დაეძინათ

აშშ-ის გვარდიელები იძულებულნი გახდნენ, პარკინგზე დაეძინათ
აშშ-ის გვარდიელები იძულებულნი გახდნენ, პარკინგზე დაეძინათ

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები პარკინგის ადგილას ათენებდნენ ღამეს, დიდი გამოხმაურება მოყვა.

ფოტო-ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ისვენებს დაახლოებით 5 000-მდე ჯარისკაცი კაპიტოლიუმის წარმატებით დაცვის შემდეგ საპარკინგე ადგილას. 

მიუხედავად იმისა, რომ მათ სასტუმროს ნომრები გამოყოფილი ჰქონდათ, მორიგეობის გამო მათ არ შეეძლოთ ნომრებში წასვლა. ისინი იძულებულნი იყვნენ, დაეძინათ პარკინგზე, სადაც მხოლოდ ერთი საპირფარეშო და საშინელი სიცივე იყო. გარდა ამისა, ადგილზე არ იყო ინტერნეტი და ტელეფონის დამტენი როზეტები. 

გვარდიელები უკმაყოფილებას არ მალავდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ისინი თავს დაუფასებლად გრძნობენ. მანამდე, მათ პოლიტიკოსები ხვდებოდნენ, მადლობას უხდიდნენ და სურათებს იღებდნენ, თუმცა შემდეგ ისინი ყველამ დაივიწყა და მათი ბედი აღარავის აინტერესებდათ. 

ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, ისინი ვალდებულნი არიან,  ყოველთვის ატარონ პირბადე, თუ არ ჭამენ ან სვამენ, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს ამ ინსტრუქციას, თუ მათ ერთმანეთზე დაძინება უწევთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ ქვედანაყოფში უკვე დაფიქსირებულია კორონავირუსის შემთხევა.

ფოტოების გავრცელების შემდეგ, შეშფოთება გამოთქვეს პოლიტიკოსებმა ორივე პარტიიდან. დემოკრატები და რესპუბლიკელები პასუხს ითხოვენ, თუ რატომ უწევთ გვარდიელებს არასათანადო პირობებში ყოფნა. ზოგიერთმა მათგანმა ჯარისკაცებს საკუთარი კაბინეტებიც კი შესთავაზეს. 

აღსანიშნავია, რომ გვარდიელებმა მიიღეს პირობა, რომ მათი მორიგეობის განრიგი გადაიხედებოდა და ასეთ სიტუაციაში ისინი აღარ აღმოჩნდებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system