თავში

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ბრალი წაუყენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ბრალი წაუყენა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო, რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ Reuters წერს.

ჰაკერებმა კიბერშეტევისთვის მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი მავნე კომპიუტერული პროგრამა გამოიყენეს, როგორიცაა: KillDisk, Industroyer და NotPetya.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, კიბერთავდასხმის სამიზნე საქართველოს პარლამენტი, წამყვანი ქართული მედიასაშუალება, ასევე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა იყო. ასევე, მათი სამიზნეს ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებ-გვერდზე თავდასხმა წარმოადგენდა.

"2018 წელს მიზნობრივი კიბერშეტევა მსხვილ მედიაკომპანიაზე, 2019 წელს მცდელობები საქართველოს პარლამენტის ქსელის კომპრომეტირებისთვის და ვებ-გვერდების განადგურების ფართომასშაბიანი კამპანია", - განაცხადეს იუსტიციის დეპარტამენტში.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში შეჭრისა და მავნე პროგრამების გავრცელების შედეგად, ჰაკერების სამი მსხვერპლის მიერ მიყენებულმა ზინმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

"არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებია მისი კიბერშესაძლებლობები ისე მავნებლურად, როგორც რუსეთს. დღეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ბრალს წაუყენებს იმ რუს ოფიცრებს, რომლებმაც ყველაზე გამანადგურებელი კიბერშეტევა განახროციელა", - განაცხადა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწე ჯონ დემერსმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვსივე თანამშრომელის ვინაობა დაასახელა, ესენი არიან: იური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system