თავში

აშშ-ის ქალაქი პოპულაციის გასაზრდელად თანხას გადაიხდის

​აშშ-ის ქალაქი პოპულაციის გასაზრდელად თანხას გადაიხდის
აშშ-ის ქალაქი პოპულაციის გასაზრდელად თანხას გადაიხდის

აშშ-ის მისისიპის შტატის ქალაქი ნატჩეზი ფულს გადაუხდის ნებისმიერ მსურველს, რომელიც აქ დასახლდება და დისტანციურად იმუშავებს. ამ გზით ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის რიცხვის გაზრდას გეგმავს.

გამოცემა Independent წერს, რომ ამჟამად ქალაქის მოსახლეობა 15 ათას ადამიანს შეადგენს.

პროგრამა Shift South ქალაქში გადმოსახლებისთვის 2,5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. ნატჩეზის ახალი ბინადარი პირველი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300 დოლარს მიიღებს, რაღა ახალ ადგილზე ადაპტაციამ ადვილად ჩაიაროს.

ამასთან, მსურველებისთვის რამდენიმე პირობაა დაწესებული. ისინი შტატის ფარგლებს გარეთ უნდა მუშაობდნენ და ამჟამად დისტანციურ რეჟიმში იყვნენ, იყიდონ სახლი, რომლის ღირებულება 150 ათასზე ნაკლები არ იქნება, ნატჩეზში უძრავი ქონება ძირითადად საცხოვრებელ ადგილად გააფორმონ და იცხოვრონ ქალაქში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system