თავში

აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას გაუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს აცნობა, რომ მისი ადმინისტრაცია აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს არ ამბობს. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს.

ცნობილია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი აზერბაიჯანს იმ შემთხვევაში გაუწევს სამხედრო დახმარებას, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაასაბუთებს, რომ ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს რეგიონში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამწვავებას.

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ ამგვარი დახმარება არ შეაფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მოლაპარაკებებს.

გამოცემის ცნობით, ბლინკენის გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და აზერბაიჯანის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system