თავში

აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ს უტევს

​აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ს უტევს
აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ს უტევს

აშშ-ის ხელისუფლება ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის "შავ სიაში" შეყვანის შესაძლებლობას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაციის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული იქნება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამერიკული კომპანიები, მაგალითად Apple და Google სოციალურ ქსელ TikTok-თან ვეღარ ითანამშრომლებენ და შესაბამისად, საკუთარ პლატფორმებზე განახლებებსაც ვერ გამოუშვებენ.

Financial Times-ის წყაროს თქმით, გადაწყვეტილება, შესაძლოა, ერთი თვის განმავლობაში იყოს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system