თავში

აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინებთან დაკავშირებით მაქინაციების შესახებ აფრთხილებს

​აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინებთან დაკავშირებით მაქინაციების
აშშ-ის ხელისუფლება ვაქცინებთან დაკავშირებით მაქინაციების შესახებ აფრთხილებს

ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების თანამშრომლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ შესაძლო მაქინაციების მცდელობებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და მოსახლეობაში მათ განაწილებას ეხება. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დანაშაულთან ბრძოლის ქვედანაყოფი იუწყება.

უწყების ინფორმაციით, თაღლითობაში, შესაძლოა, სერტიფიკატის არ მქონე ან უკანონოდ შემოთავაზებული პრეპარატები, დამტკიცებული ვაქცინების ყალბი ასლები და დამტკიცებული ვაქცინების უკანონო გადაყიდვა შედიოდეს. თაღლითები პოტენციურ მსხვერპლობს ვაქცინების მიყიდვას უკვე სთავაზობდნენ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალისტევი ვარაუდობენ, რომ კიბერდამნაშავეები პანდემიით სარგებლობას გააგრძელებენ და გამომძალველ პროგრამებს გამოიყენებენ. ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს სთხოვენ, ხელისუფლებას ვაქცინებთან დაკავშირებულ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ დაუყოვნებლივ აუწყონ.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს აშშ-ის COVID-19-ის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. კომპანია Pfizer-ის ვაქცინას პირველ ეტაპზე რისკის ჯგუფში შემავალი პირები იღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system