თავში

აშშ-ის კიდევ ორ შტატში ვაქცინირებული პირები ფულად ჯილდოს მიიღებენ

აშშ-ის კიდევ ორ შტატში ვაქცინირებული პირები ფულად ჯილდოს მიიღებენ
აშშ-ის კიდევ ორ შტატში ვაქცინირებული პირები ფულად ჯილდოს მიიღებენ

აშშ-ის კიდევ ორი შტატის, ნიუ-იორკისა და მერილენდის გუბერნატორებმა ლატარიის დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც კორონავირუსით ვაქცინირებულ პირებს ფულად ჯილდოს გადასცემს.

მათ მიბაძეს ოჰაიოს მაგალითს, სადაც ასეთი წახალისება ეფექტური აღმოჩნდა.

"თუ მაინც ეჭვი გეპარებოდათ ვაქცინაციაში, ახლა დამატებითი სტიმული გაქვთ, რომ აიცრათ და მოიპოვოთ საკმაოდ სოლიდური თანხა. მასში მონაწილეობა ყველა ზრდასრულს შეუძლია", - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

მთავარი პრიზი ნიუ-იორკში 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ასევე გათამაშდება უფრო მცირე თანხები 20-დან 50 ათას აშშ დოლარამდე. ხოლო მერილენდში ჯამში 2 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება და მთავრი პრიზი 400 000 აშშ დოლარი იქნება. ახალ გამოწვევაში მონაწილეობა სახელმწიფოს ყველა ზრდასრულ მოსახლეს შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system