თავში

აშშ-ის კონგრესის შენობაში სროლა მოხდა

აშშ-ის კონგრესის შენობაში სროლა მოხდა
აშშ-ის კონგრესის შენობაში სროლა მოხდა

აშშ-ის კონგრესის შენობაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია PBS ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაშავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ მომიტინგეების მიერ გასროლილი ტყვია პოლიციის ოფიცერს მოხვდა.

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები, ამ დრომდე, უცნობია.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დღეს უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system