თავში

აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე ტრამპის ვეტო დაძლია

აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე ტრამპის ვეტო დაძლია
აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე ტრამპის ვეტო დაძლია

აშშ-ის კონგრესმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონზე დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია.

ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო 24 დეკემბერს დაადო. 28 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ვეტო წარმომადგენელთა პალატამ დაძლია. დღეს კი ვეტოს დაძლევას მხარი სენატმაც დაუჭირა.

დონალდ ტრამპის თქმით, კანონპროექტის ბევრი დებულება მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის კურსს ეწინააღმდეგება, კერძოდ მის ძალისხმევას, სამშობლოში დააბრუნოს ამერიკელი სამხედროები.

თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები მიმართოს შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე. ასევე, გაზარდოს NATO-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით.

აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის ჯამური ოდენობა 740 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system