თავში

აშშ-ის მე-6 ფლოტმა და NATO-ს ძალებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციები დაასრულეს

​აშშ-ის მე-6 ფლოტმა და NATO-ს ძალებმა ხმელთაშუა და შავ ზღვე
აშშ-ის მე-6 ფლოტმა და NATO-ს ძალებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციები დაასრულეს

აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტმა განაცხადა, რომ NATO-ს ძალებთან ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციები დაასრულა და ფლაგმანი Mount Whitney იტალიის პორტ გაეტაში ბრუნდება.

"ეს საშტატო ოპერაციები და წვრთნები, რომლებიც საერთაშორისო წყლებში ტარდება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ვალდებულებას უსვამს ხაზს", - აღნიშნულია ფლოტის განცხადებაში.

მანევრების დროს Mount Whitney, რომელიც შავ ზღვაში 4-დან 15 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა, თურქეთის, საქართველოსა და რუმინეთის პორტებში შევიდა და ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის გემებთან ერთად ერთობლივი ნაოსნობა განახორციელა. 

შავ ზღვაში NATO-ს ძალებსა და მათ მოკავშირეებს შორის ურთიერთქმედების განვითარებაზე კონტროლს აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ჯინ ბლეკი ახორციელებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system