თავში

აშშ-ის მიერ ერაყში გამოყენებული სამხედრო ბაზა დაიბომბა

​აშშ-ის მიერ ერაყში გამოყენებული სამხედრო ბაზა დაიბომბა
აშშ-ის მიერ ერაყში გამოყენებული სამხედრო ბაზა დაიბომბა

აინ-ალ-ასადის სამხედრო ბაზა, რომელიც ერაყში, ანბარის პროვინციაში მდებარეობს, რაკეტებით დაიბომბა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით Al Jazeera ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბაზას საერთაშორისო კოალიციის ძალები იყენებდნენ, რომელთაც აშშ ხელმძღვანელობს.

Al Jazeera ცნობით, სამხედრო ბაზასთან 10 რაკეტა ჩამოვარდა.

მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტის დეტალებს არკვევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system